FAQ

ზარი - 24/7

ხშირად დასმული შეკითხვები

01.

გაგზავნა

თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ გამოძახება ონლაინ, კურიერის გამოძახება ან დაგვირეკოთ +995 597 973099

გზავნილის ჩაბარების დრო დამოკიდებულია თქვენს მიერ შერჩეულ სერვისზე. იხ. სერვისები

გზავნილი უნდა იყოს შეფუთული მწარმოებლის ან გამგზავნის მიერ ისე, რომ იცავდეს შიგთავს გაბნევისაგან.

 

თუ ნივთი საჭიროებს გამგზავნის შემოსავლების სამსახურის სისტემაში ტრანსპორტირების ზედდებულის განთავსებას, გამგზავნმა რეგისტრაციის დროს უნდა მიუთითოს „ფასტბოქსი“ როგორც გადამზიდი. ასევე ზედნადების კომენტარში მითითებულ უნდა იქნას გზავნილის ნომერი, რომელსაც „ფასტბოქსი“ გადასცემს გამგზავნს გზავნილის რეგისტრაციის მომენტში.

სტანდარტული გზავნილის ერთი ადგილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 2კგ.-ს, ხოლო გაბარიტული ზომა 30სმ.x20სმ.x15სმ.-ს.
იმ შემთხვევაში თუ გზავნილის ზომა აჭარბებს სტანდარტულს, გამგზავნმა დამატებით უნდა მიუთითოს ინფორმაცია გზავნილის შესახებ შეკვეთის განთავსების მომენტში.

გზავნილი შესაძლოა ვერ ჩაბარდეს ადრესატს თუ მისამართი არასრულია ან კურიერის ვიზიტის დროს მისამართზე არავინ იყო. ასევე, გზავნილის ჩაბარების შეფერხება შესაძლოა გამოიწვიოს ფორსმაჟორულმა გარემოებებმა.

ასეთ შემთხვევაში კურიერის ვიზიტის დროს უნდა დააფიქსიროთ გზავნილის ტიპი “კონფიდენციალური”.

  • მომსახურების ღირებულების გადახდა შეგიძლიათ საბანკო გადმორიცხვით (საბანკო რეკვიზიტები).
  • თუ ჩვენთან გაქვთ ხელშეკრულება, თქვენ შეგიძლიათ ანგარიშსწორება მოახდინოთ ხელშეკრულების შესაბამისად, კალენდარული თვის დახურვის შემდეგ გამოწერილი ინვოისის მიხედვით.

გამოძახების დაფიქსირების შემდეგ კურიერი თქვენს მიერ შერჩეული სერვისის შესაბამისად მოვა გზავნილის ასაღებად.

02.

თანამშრომლობა

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში შეგეძლებათ ანგარიშსწორება მოახდინოთ თვეში ერთხელ, ინვოისის მიღების საფუძველზე.

თქვენ უნდა მოგვაწოდოთ info@fastbox.ge ელ. ფოსტაზე თქვენი კომპანიის რეკვიზიტები:

  • საიდენტიფიკაციო კოდი
  • დასახელება
  • ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი
  • საკონტაქტო პირი
  • საკონტაქტო ტელეფონი
  • საკონტაქტო ელ. ფოსტა
  • მისამართი სადანაც მოხდება გზავნილების გაგზავნა

მოწოდებული ინფორმაციის მეშვეობით ჩვენ მოვამზადებთ ხელშეკრულებას და გადმოგიგზავნით გასაცნობად, შეთანხმების შემთხვევაში მოვაწერთ ხელს.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მიხედვით, თქვენ გექნებათ ვალდებულება აუნაზღაუროთ “სით ექსპრესს” თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების საფასური.
ხელშეკრულების გაფორმება არ გავალდებულებთ გზავნილის გაგზავნას.

03.

სხვა

გადადით ბმულზე და გეცანით ჩვენს მდებარეობას კონტაქტი

აკრძალული ნივთების სია:

  • ნარკოტიკები
  • ძვირფასი ლითონები ზოდებში
  • ძვირფასი ლითონები(ოქრო, ვერცხლი, პლატინა) ან მისი ნაკეთობები;
  • ძვირფასი თვლები;
  • ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ნაწილები
  • საბრძოლო მასალები
  • სამხედრო ამუნიცია
  • ადამიანის ნეშტი
  • ფული და ნებისმიერი ფორმის ფულადი დოკუმენტები
  • პორნოგრაფია
  • ფეთქებადი ნივთიერებები
  • უხამსი ან ამორალური ხასიათის საგნები;
  • კონტრაფაქტული და მეკობრული საგნები;

ზედდებული ივსება გადაზიდვისთვის საჭირო ინფორმაციით. გამგზავნი ვალდებულია მოგვაწოდოს სრული ინფორმაცია გამგზავნზე (დასახელება/სახელი, მისამართი და ტელეფონი), მიმღებზე (დასახელება/სახელი, მისამართი და ტელეფონი) და გზავნილზე (ტიპი, წონა, შეფუთვა, შიგთავსი). ზედდებულში ასევე ფიქსირდება სერვისის ტიპი, გზავნილის ტარიფი, თარიღი და მოწმდება გამგზავნისა და კურიერის ხელმოწერებით.